„პარტნიორებთან ვმუშაობთ დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე“ - თავდაცვის მინისტრი
23-03-2021, 22:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

 

 

მისი განცხადებით, ძირითადი აქცენტი შესაძლებლობების განვითარებაზე კეთდება და ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის შესახებ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. „2020 წელს ხელშეკრულება დაიდო ისრაელის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „რაფაელთან“ და სრული აღდგენა და მოდერნიზაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ პროდუქტს მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორებთან მუშაობა დრონების ერთობლივ წარმოებაზე: „მე პირადად გახლდით ერთი თვის წინ ვიზიტით პოლონეთში და ჩეხეთში. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე და სხვადასხვა შეიარაღებაზე, რაც უახლოეს მომავალში მივა შედეგამდე“.

 

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინების“ შესყიდვასთან დაკავშირებით. „ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან „ჯაველინების“ შეძენაზე, შევიძინეთ M4-ები, “დელტაში” აღვადგინეთ 2010 წელს დაწყებული წარმოება, რომელიც აკვანშივე ჩაიკლა სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენ ამ პროცესსაც გავმართავთ და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გვექნება ადგილობრივი წარმოება”, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მინისტრმა თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 დღის წინ გამოიცა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს კონკრეტული პერიოდისთვის, ხოლო მეორე დოკუმენტში 2020-2030 წლის გეგმებზეა საუბარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი