ჯუანშერ ბურჭულაძე: „აშშ-ს თავდაცვის მდივანთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წითელ ხაზებს არასდროს გადაკვეთს“
23-03-2021, 22:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხლა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

 

 

„რაც შეეხება შიდა პლიტიკურ ნაწილს, საუბრისასაც აღინიშნა, რომ ჩვენი უწყება არ შევა სიღრმეებში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს. სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები, პორტში მათი ფლოტის ვიზიტები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ ჩვენი პარტნიორობისთვის., ბუნებრივია ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს ჩემი პირადი აზრით უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

მინისტრის განმარტებით, საქართველო მესამე ქვეყანაა ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რომელთანაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

 

”გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორობას, თანამშრომლობას, ასევე იყო დიდი გამოხმაურება ტვიტერზეც, რაც ძაილიან იშვიათია. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორობაზე, ავღანეთის მისიაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენი როლი ფასდაუდებელია. რა თქმა უნდა პირობა მივეცით, რომ ავღანეთში ვიქნებით ვიდრე მისია არ დასრულდება. მზად ვართ ყველგან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ვიბრძოლოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ბუნებრივია საუბრისას ჩვენ შევეხეთ რუსულ აგრესიას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. რა თქმა უნდა შევეხეთ საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასაც. ყველა ეს საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ჭრილში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდაპოლიტიკური ვითარება. ორივე მხარის ინტერესში შედის, რომ თავდაცვის უწყებას ყოველთვის ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ამის გარანტი პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრია. რა თქმა უნდა მეც და ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ეს გზავნილი უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგის გზავნილებსაც გამოეხმაურა. „რუსეთის ის გარემოება, რაც შეიქმნა დღეს ჩვენს რეგიონში, უფრო მეტად აფიქრებს ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი