ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს და სამხედროები გადაადგილდებიან საუკეთესო ტექნიკით“
23-03-2021, 22:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ - 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში, ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოხერხდა იმ რესურსის მობილიზება, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიონალების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებას. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესურსით აღვადგინეთ თვითმფრინავები. „დელტაში“ და შპს და სს „თბილავიამშენში“ ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ რესურსის მოზიდვა უკან, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ზოგიერთი პროფესიონალი საზღვარგარეთ იყო წასული და ეს ექსკლუზიური სპეციალობაა, მარტივი საშოვნელი არ არის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულიად ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ფუფუნება საქართველოში 30 წელია არ გვქონია“.

 


თავდაცვის მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაადგილებისთვის საჭირო ძველი ტექნიკის საუკეთესო ტექნიკით ჩანაცვლებას. „წარსულს ჩავაბარეთ საბჭოთა მემკვიდრეობა, ე.წ. „კამაზები“ და „კრაზები“, რომლებიც აბსოლუტურად გამოსული იყო მდგომარეობიდან, ჩვენი სამხედროები გადაადგილდებოდნენ კატასტროფული ავტოტრანსპორტით, გზაში უფუჭდებოდათ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდნენ. ჩვენ ჩავანაცვლეთ საუკეთესო ტექნიკით, „მანით“ და „ივეკოებით“, რომლებიც არის მსოფლიოს აღიარებული ბრენდები. დაახლოებით 40% , სადაც კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენ ყველა ცეცხლი ჩავაქრეთ. 500-იდან 80% უკვე მიღებული გვაქვს, თვის ბოლომდე მოწოდებას დაასრულებენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი