"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვა გუშუნ ორი საათი გაგრძელდა. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ შეკითხვები მას "სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პორტალებზე გამოქვეყნებული მასალის ირგვლივ დაუსვეს".
"საცოდაობაა, რომ ამ სისულელეზე და აბსურდზე ჩვენი კონტრდაზვერვის თანამშრომლებს საერთოდ რაიმე დროს ახარჯინებენ. მაგრამ ესეც ძალიან მცირე პრობლემაა იმ დიდ პრობლემასთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის სახით. საღი აზრის ფარგლებში არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ამას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე დგას ივანიშვილისა და მისი თოჯინების სახით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემას გადაწყვეტს ძალიან ოპერატიულად. საუბარი იყო იმ სისულელეზე, რაც ვიხილეთ სოციალურ ქსელებში და რაც თვითონ დაადასტურეს ბრიფინგზე. ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული პორტალების მეშვეობით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.