თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში. „მან თვითონ განმარტა, რომ მისი თანაშემწის შეცდომაა, ის არის მძიმე მდგომარეობაში და სთხოვა საზოგადოებას, რომ აღარ განევრცოთ აღნიშნული თემა, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, დავით სუჯაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უწყების წარმატებული რეფორმების გატარებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩემი აზრით, ჩვენს უწყებაში, ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ბატონი პრემიერის მიერ დაწყებული ინიციატივები მაღალი ტემპით მიდის და ჩვენ პირველი ხელმძღვანელობა ვართ უწყებაში, ვინც პრაქტიკულად სრულიად თქვა უარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ყველა გეგმა შეთანხმებულია და გაკეთებულია პარტნიორებთან ერთად. ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.