თავდაცვის მინისტრი: „მახათას პროექტი გრანდიოზული პროექტია“
23-03-2021, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, კვების უმაღლესი ხარისხი - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „დღის კურიერში“ საუბრისას დაასახელა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, გრძელდება ყველა იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და პროექტების განხორციელება, რაც პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართული ჯარში მაღალი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით დაიწყო: „სამუშაო პირობები არსებითად გაუმჯობესდა. ჩვენი ინფრასტრუქტურა რადიკალურად სხვა არის ვიდრე ყოფილა ოდესმე, უმაღლესი ხარისხის მასალით აღიჭურვა, ასევე უნიფორმები რა თქმა უნდა, ალბათ თქვენთვისაც კარგად ცნობილია, რომ ჩვენი ჯარისკაცები ატარებენ, იმ უნიფორმას რომელზეც იოცნებებდნენ დასავლურ-ევროპული ქვეყნების ჯარისკაცებიც კი“. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, მომავალში ქართული ჯარი სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული ტანსაცმლით. „დელტას“ მიერ წარმოებულ ჯავშანჟილეტებთან და ჯავშანჩაფხუტებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც დადებით ტენდენციასთან გვაქვს საქმე: „აქაც ჩვენ დიდი გარღვევა გვაქვს და თუ აწარმოებდა „დელტა“ 1000 ცალს, წელიწადში, დღეს შეგვიძლია ვაწარმოოთ, 3,4 ათასი ცალი და კიდევ ვმუშაობთ უბნის გაფართოებაზე“.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყება აგრძელებს როგორც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებთან წლების წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც მიმდინარე წელს დაასრულებს, ასევე, მახათას მთაზე ოფიცრებისთვის მინიმალური დანახარჯებითა და საუკეთესო შეთავაზებებით საცხოვრებელი ბინების შეძენას: „მახათას პროექტი გრანდიოზული პროექტია, ჩვენი ოფიცრებისთვის შენდება ქალაქი, 114 ათასი კვადრატული მეტრი, ეს გახლავთ საკმაოდ დიდი მოცულობა, ტემპი არის ისეთი, რომ შეიძლება ვერ შევადაროთ ვერცერთი მშენებლობის ტემპს საქართველოში“.

 

 

მინისტრმა სამხედროებსა და საზოგადოებას მშენებლობის ეტაპებზეც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა: „39 კორპუსს ვაშენებთ ახლა. ეს არის დაახლოებით 2 თვის წინ დაწყებული, გაითვალისწინეთ, რომ პანდემიაა ქვეყანაში, 2 თვისდაწყებულიმშენებლობა აი ამ ეტაპზე გახლავთ.დასრულების საკონტრაქტო ვადა გვაქვს 2022 წლის ბოლომდე, თუმცა ვგეგმავთ, რომ უფრო ადრე დავასრულოთ. მშენებლობის მომდევნო ეტაპს კი სავარაუდოდ 2023 წელს დავიწყებთ და მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი