ჯორჯ კენტი: მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა სამაჯური, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვოს გზა წინ წასაწევად
24-03-2021, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა. მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტორნული სამაჯური. ამ სიტუაციაში უდნაშაულო არავინაა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა და დასძინა, რომ საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა.

 


„საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დაინახა საფრთხე, რომ არსებობდა ოპოზიციის ლიდერის დაკავების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ პრინციპულად გადადგა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის. სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა მომდევნო კვირას. ბატონმა მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ეს საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს მათ გააკეთეს შარშან, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო არჩევნების ჩატარებას შეცვლილი პირობებით, რომელზეც ყველა შეთანხმდა. ასე რომ, საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა“, განაცხადა ჯორჯ კენტმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი