ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, რუსულ აგრესიასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამომწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც შენ გვერდით არის სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია და როდესაც არსებობს ასეთი საფრთხე, საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე.
„აფხაზეთსა და ოსეთში ტრადიციულად მცხოვრები ქართველების უმეტესობის ეთნიკური წმენდა მოხდა. ასობით ათასი ადამიანი გადაიქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. 2008 წლის ომის დროს კიდევ დამატებით 25 ათასზე მეტი ადამიანი განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან. რუსები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ასევე, თურქეთის საზღვრის გასწვრივ დახმარებას უწევენ სომხეთსა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად გვევლინებიან. რუსი მშვიდობისმყოფელები ახლა არიან მთიან ყარაბაღში. ეს პირველად ხდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს საქართველოსთვის გამოწვევაა. დარწუნებული ვარ, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც გაგვიზიარებს შეხედულებას და იტყვის, რომ საქართველო უძველესი დროიდან არის გარშემორტყმული სამი იმპერიის – რუსული, ოსმალეთის და სპარსეთის მიერ. ზოგჯერ სახელები იცვლება, მაგრამ დინამიკა პატარა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის რჩება. როდესაც შენ გვერდით არის ეს სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია, რომელთა შორისაც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მოახერხა გადარჩენა, შენ ნამდვილად გრძნობ ზეწოლას. სწორედ ამიტომ გვიყურებენ ჩვენ როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და როდესაც ასეთი საფრთხე არის შენ წინაშე, შენ არ უნდა ქმნიდე შიდა კრიზისს. საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე, როგორებიც არის შეცვლილი გეოსტრატეგიული რეალობა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება შენი ქვეყნის ეკონომიკას პოსტკოვიდის პანდემიის გარემოში“, განაცხადა ჯორჯ კენტმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, „რუსეთი განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ისინი ამტკიცებენ, რომ ოსები და აფხაზები არიან, მაგრამ როდესაც მიდიხარ საკონტაქტო ხაზთან, ცხადი ხდება, რომ ეს რუსები არიან. ჭოგრიტში როდესაც გაიხედავ, რუსები გიყურებენ“.
„ბოლო ორი წელში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ისინი ღობეებსა და მავთულხლართებს ამონტაჟებდნენ არა მხოლოდ ზოგადად ამ შეთანხმებული რაიონების – ოსეთისა და აფხაზეთის სადემარკაციო ხაზზე, არამედ ამ ხაზს წინ წევდნენ. საქართველოს აქვს ყველა უფლება, ჰქონდეს პრეტენზია, რადგან რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სრულად დადო ვალდებულება, რომ სრულ ჰუმანიტარულ წვდომას უზრუნველყოფდა, რასაც არ აკეთებს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო ძალებს გაიყვანენ ომამდელ პოზიციებზე და ესეც არ შეუსრულებიათ. ქართველები არიან დაკავებულები და იმყოფებიან ციხეში. სწორედ ამიტომ, გვაქვს ჟენევის დისკუსიების პროცესი, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ. მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. ასე რომ, რუსეთი აგრძელებს აგრესიას. ისინი არ ისვრიან და ომი არაა, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება. ასევე გრძელდება კიბერთავდასხმები. ერთ-ერთი საეტაპო თავდასხმა იყო 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ ეს თავდასხმა მივაწერეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვა „გრუს“. 15 ათასი ვებგვერდი იყო დაზიანებული.
რუსები საქართველოზე კიბერთავდასხმებს 2006 წლიდან ახორციელებენ და ეს ახლაც გრძელდება. რუსების თავდასხმა არის კიბერსივრცეში, ასევე ეკონომიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია“, აღნიშნა კენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.