24 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტში ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი „აბაშობა-2015“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. დილიდან დაიწყო ველომარათონი, საზეიმოდ გაიხსნა განახლებული ცენტრალური სტადიონი, სპოტული სკოლა და ახალი წყემის საბავშვო ბაღი. რეაბილიტაციის სამუშოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აბაშის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურ სტადიონზე გაიჭრა წითელი ლენტი, შესრულდა საქართველოს ჰიმნი, იყო სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებას მოგვიანებით ველომარათონის მონაწილეები შემოუერთდნენ.

წითელი ლენტი სპორტული სკოლისა და წყემის ახალი ბაღის გახსნაზეც გაიჭრა. წყემის საბავშო ბაღის 16 აღსაზრდელმა პირველად შეაღო ბაღის კარები.
„აბაშობა-2015“ დასკვნითი ნაწილი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს, მათთვის განკუთვნილ ლამაზად გაფორმებულ კუთხეებში შემოდგომის ნობათითა და ტრაციციული კერძებით დამშვენებული ქართული სუფრა ჰქონდათ წარმოდგენილი. ნებისმიერ მსურველს, შეეძლო ქართული სუფრის დაგემოვნება. იქვე სრულდებოდა სახელდახელო ნომრები, კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ ძველ ქართულ ხალხურ საკრავებზე.

ცენტრალურ პარკშივე გაიმართა „აბაშობისადმი“ მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სოლო შემსრულებლებმა, კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო აბაშელები დაასახელეს, ასევე დასახელდა საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მათ სპეციალური სიგელები გადაეცათ.
სახალხო ზეიმზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, აბაშისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.