დამთავრდა ჟურნალი... ამერიკელებმა გითხრეს, აკეცეთ რუსთაველზე კარვები, აიღეთ მაქედან ღომის მოსახარში ქვაბები, აიკარით გუდა-ნაბადი, არ ხართ ღირსი, მაგრამ შემოუარეთ უკნიდან მაგ შენობას და შედით პარლამენტშიო!
24-03-2021, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაცკლასტერს და მის სატელიტებს გუშინ ევროკავშირის შემდეგ, აშშ სენატმა კიდევ ერთხელ დაუსვა პოლიტიკურ საფლავზე პოლიტიკური ჯვარი (ჯვარი, რომლისაც აგრერიგად ეშინით ფანჩატურელებს) და ცალსახად უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულაო!


და რომ მისი ლეგიტიმიურობა არავითარ ეჭვქვეშ არ არისო!


და რომ ვინც ამას იძახის ის, რუსულ საქმეს აკეთებსო!


და რომ ვინც პარლამენტში არ შედის ის, კრემლის რუპორიაო!


და რომ საქართველოს დასავლური განვითარების დემოკრატიული გზიდან არ გადაუხვევიაო!


და რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შედის ცალსახად პუტინის ბიჭები და გოგონებიაო!


და რომ საქართველო აშშ-ს და მთლიანად დასავლეთის სანდო და ერთგული პარტნიორიაო!


და რომ სანქციები კი არა, იქით უნდა დაგეხმაროთო!


და რომ აკეცეთ რუსთაველზე კარვები, აიღეთ მაქედან ღომის მოსახარში ქვაბები, აიკარით გუდა-ნაბადი, არ ხართ ღირსი, მაგრამ შემოუარეთ უკნიდან მაგ შენობას და შედით პარლამენტშიო!


ასე რომ, გითხრეს ბოკერიას, შალიას, ხატიას, აკოფას......და სხვა მისთანებს მოეშვით პოლიტცირკაჩობას, პოლიტშაპიტობას, მოასვენეთ ის ადამიანები, რომელთაც ჰქვია ქართველი ხალხიო!


თუ არა და თ გაბრაზდა ეს ხალხიო მერე თქვენს მოსასვენებლად იზრუნებენ და ჩვენ ვერ გიშველითო!


ასე რომ, დამთავრდა ჟურნალი, რომელიც თქვენ საფანჩატურეთო კინოდ ვერ გადააქციეთო!


ჰორიზონტის სამი მხრიდან გეუბნებიან მტყუანები ხართო და ვანიჩქას საქმეს აკეთებთო!


ჰოდა ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი გამოთქმა, როდესაც ათი კაციდან ცხრა გეუბნება ბუხარი ხარ, შენც უნდა ადგე და კვამლი გაუშვაო!


ამდენად თქვენ 1 ნოემბრიდან მოყოლებული ოკუპანტი მეზობლის გარდა, მთელი მსოფლიო გეუბნებათ საფანჩატურეთი დიდი ბუხარიაო და თქვენც დროა გაუშვათ კვამლი ჩრდილოეთით თქვენი მამობილის პუტინისაკენო!


ВОТ! ასე, მორჩა და გათავდაო!

 

 

ედიშერ გვენეტაძე,


პროფესორი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი