საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს. პარლამენტარებს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.
საკანონმდებლო ორგანოს წევრები JTEC-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის, ახალი ნაგებობის მშენებლობის პროცესს დააკვირდნენ და ახლადდასრულებული სასადილოს შენობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა MILES - ის აღჭურვილობა ენახათ და VBS-3-ის და JCATS-ის შესაძლებლობებს გაცნობოდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე დეპუტატებს JTEC-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
დღესვე საკანონმდებლო ორგანოს წევრები საერთო საჯარისო ცენტრშიც იმყოფებოდნენ, ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაათვალიერეს, რომელიც ღია და დახურულ სავარჯიშო დარბაზებსა და მოედნებს მოიცავს. სტუმრები ადგილზე სასწავლო პროცესსაც დააკვირდნენ და საჰაერო, ჯავშანსატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის სიმულატორებს გაეცნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) და ვაზიანში სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.