პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ მას კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც წარმატებით დაამარცხა და ჩვენი კლინიკიდან გაეწერა. მაგრამ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით ისევ ჩვენს კლინიკაში მოხვდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას მასთან ერთად ვაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.