პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას საოცარ, აყვავებულ საქართველოს, თუმცა ეს ერთ და ორ წელიწადში ასე არ მოხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომიკა, უმუშევრობა და რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება დაასახელა.
"ეს არ დაწყებულა ახლა, ჩვენს დროს. ეს არის დაგროვილი 25 წლის განმავლობაში. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება დრო. ის, რაც 25 წლის განმავლობაში გაფუჭდა, რომელი მთავრობა შეძლებს აღადგინოს ერთ ან ორ წელიწადში, ან თუნდაც ხუთ წელიწადში?! ამას სჭირდება დრო. პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას საოცარ, აყვავებულ საქართველოს. ეს არ ხდება ასე. ერთ და ორ წელიწადში ასე არ მოხდება. ჩვენი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ქვეყანა ასე ერთ დღეში არ შენდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ სწორი გზით მიგვყავს ქვეყანა. ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად დააყენებს ფეხზე. ის, რაც 3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ, არის სახელმწიფოს საძირკვლის, ფუნდამენტის გაძლიერება, რასაც უნდა დაეფუძნოს და აშენდეს თანამედროვე ქართული, ძლიერი სახელმწიფო, განათლებული, ჯანმრთელი თაობით, ძლიერი ქართული წარმოებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ გასულ წელს ეკონომიკა გაიზარდა 4,8%-ით, უმუშევრობის დონე შემცირდა 2,6%-ით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.