მოწოდებები ორივე მხარეს იყო, თუმცაღა ნიშანდობლივია ის, რომ სენატორ რიშის განცხადებებში ცალსახად, მკაფიოდ იკვეთებოდა, რომ უდიდესი წილი პასუხისმგებლობის, ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის და შეთანხმების მიღწევის, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე და ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ აშშ-ის სენატის ვროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შეფასებისას.
„ასევე ძალიან ყურადსაღები იყო სენატორ შაჰინის განცხადებები, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ატარებენ ციხეში, არის გამარჯვება რუსეთისთვის. ასევე მისი განცხადება, რომ ლეგიტიმაციის ზღურბლის გადალახვა არჩევნებისთვის არ არის საკმარისი, რომ ის დემოკრატიულად შევაფასოთ. ასევე სენატორ რიშის კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ჩაიდოს პირობები იმ ფინანსურ დახმარებაში, რასაც საქართველო იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დაბოლოს, სენატორი ჯონსონის განცხადება ერთობლივი რეზოლუციის შესახებ, რომელსაც მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი.
მოსმენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო და მისი წარმატება იმ ევროატლანტიკური გზაზე, რომელსაც ადგას ბოლო წლების განმავლობაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს რა თქმა უნდა, იმედისმომცემია და მიგვანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს კრიზისი, დემოკრატიული კრიზისი, რომელიც ახლა საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძელოს სვლა სწორედ ამ ევროატლანტიკურ გზაზე“, განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.