ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუშინ სენატის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემოკრატიული მომავლის ამერიკა და ტრამპის კონსერვატიული და დამარცხებული ამერიკა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„სწორედ ბატონი კენტი და ქალბატონი მაკდონალდი წარმოადგენენ ტრამპ-კუშნერის დაჯგუფებას, რომლებიც კიდევ რამდენიმე დღე იქნებიან სახელმწიფო დეპარტამენტში და მათ ადგილზე ძალიან მალე დაინიშნებიან ახალი მაღალი რანგის დიპლომატები“, აღნიშნა ნათელაშვილმა და კენტს და მაკდონალდს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.
„ისინი კუშნერთან და ტრამპთან ერთად ლობირებას უწევდნენ ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს და ფაქტობრივად, საქართველო კინაღამ მიჰყიდეს რუსეთს, იცავდნენ გუშინ თავიანთ პოზიციას. მეტი მკრეხელობა რა უნდა თქვა, რომ ნიკა მელიამ მოიხსნა სამაჯური, ამიტომ დააპატიმრეს და კანონს ყველამ თანაბრად უნდა სცეს პატივი, მათ შორის ლიდერებმა. ფაქტობრივად, გაიზიარა ივანიშვილის პოზიცია კენტმა. ეს არის სამარცხვინო ამერიკელი დიპლომატისგან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი შეფასებით, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც „მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ დგანან ამ ურთულეს დროს ისევ და ისევ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.