[ვიდეო] პაატა ბურჭულაძე თეა წულუკიანის 2013 წლის ვიდეოს აქვეყნებს და ეკითხება კულტურის მინისტრს: „იმ ხელისუფლების ნაცვლად სრცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება?“
24-03-2021, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა - იმ ხელისუფლების ნაცვლად სრცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? - ამის შესახებ Facebook-ში განცხადებას გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აქვეყნებს, რომელსაც თან წულუკიანის 2013 წლის ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტს ურთავს.

 

 

 

 

„კულტურის მინისტრის გამონათქვამებზე უფრო მეტად მაინტერესებს, რომელია მისი ნამდვილი სახე და ღირებულებები, რასაც ამ 2013 წლის ვიდეოში ვისმენთ, რომ წინა ხელისუფლების ნაცვლად სრცხვენოდა? მთელი ქართული ოცნების ტრაგედიაც ხომ ეს არის, რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ, საკუთარ თვალში სპილოს დანახვა არ უნდათ და ისევ „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ფიქრობენ თავის გატანას.

 


თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა - იმ ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? არც იუსტიციის მინისტრის რანგში გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე ერთი განცხადება მაინც ამ მართლაც უკიდურესად სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნებლური საქმის შესახებ. პირიქით, ამ ბოროტმოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის Postv -ის წამახალისებლად მოგვევლინა და პროტესტის ნაცვლად, ექსკლუზიურად ესტუმრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთი ბატონის მსახურებამ ის გადაცემის წამყვანის დონემდე დაიყვანა.

 


იმ მავნებლობების შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა ძალიან რთულია ჩუმად ყოფნა, ამიტომ ანიტა რაჭველიშვილზე ტროლების მისევას სჯობს მიზეზებზე დაფიქრდეთ! ასევე, გირჩევთ ბევრჯერ გაიხსენოთ, რომ ქართული კულტურა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე“, წერს პაატა ბურჭულაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი