ამირან გამყრელიძე: პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს
24-03-2021, 21:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 


მისი თქმით, კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორი გზაა და ის დამარცხდება მაშინ, როცა აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი.

 


„პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება. არა ნახტომისებურად, მაგრამ ყველა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, ერთადერთი, რაც ქვემოთ მოდის, ეს არის სიკვდილიანობა. ამ შემსუბუქების ფონზე ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობაში ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხებ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია, დამარცხებამდე ჯერ შორი გზაა. დამარცხდება მაშინ, როცა აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი. ამიტომ მანამდე ჩვენ ისევ ძალიან მკაცრად გვმართებს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ძალინ მკაცრად აკრძალვა და თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან. პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში. მაჩვენებლები თუ აღარ მოიმატებს და ასე გავივლით აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, ჩვენ ავცდებით მესამე ტალღას“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი