დემურ გიორხელიძე: ამერიკელმა სამხედროებმა ევროპიდან ფარულად გაიტანეს ბირთვული იარაღის ნაწილი. აშშ სერიზულად უფრთხის NATO-ს ფარგლებში აშკარად რუსოფობული ქვეყნების პროვოკაციას. პირველ რიგში, ეს პოლონეთი და ბალტიისპირეთია
25-03-2021, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ასეა სერიოზულ პოლიტიკაში!

 

 

ერთი მხრივ, ხილული დაპირისპირება, მეორე მხრივ, ხელშეკრულების ''სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება-3'' გაგრძელება, და მესამეც, სულ ახლახან:

 


ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ექსპერტების ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ევროპიდან ფარულად გაიტანეს ბირთვული იარაღის ნაწილი: 150 საბრძოლო მუხტიდან იგი შემცირებული იქნა 100 საბრძოლო მუხტამდე.

 


ეს შეიძლება გამოწვეულია თურქეთთან ურთიერთობის გაუარესებით: ძირითადი ნაწილი გატანილი იქნა ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზიდან.

 


ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიარაღება შეიძლება დაბრუნებული იქნას შენახვის ადგილებში (ევროპის 5 ქვეყანაში) მას შემდეგ, რაც მათ მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.

 

 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აშშ იწყებს სხვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შენახვის მაღალი რისკების გაცნობიერებას და, შესაძლებელია, მართლაც წავიდეს ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ შემცირებაზე.

 


აქ დგება ცენტრალური საკითხი, რომელსაც საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ:

 


აშშ სერიზულად უფრთხის ნატოს ფარგლებში აშკარად რუსოფობული ქვეყნების პროვოკაციას. პირველ რიგში, ეს პოლონეთი და ბალტიისპირეთია, რადგან აშკარაა, რომ ზუსტად ხვდება, რა შედეგებს მოიტანს ეს პროვოკაცია! ამერიკელი სამხედროები ძალიან კვალიფიცირებული ხალხია და ზედაპირულ და იდეოლოგიურ სისლელეებზე ლაპარაკი არ სჩვევიათ!

 


და არის კიდევ ერთი რამ - ეს საერთოდ არ ესმით ქართველების იდეოლოგიზირებულ ნაწილს. ისინი არ კითხულობენ ახალი შეიარაღების პარამეტრებს, - ამერიკელი სამხედროები კი ყველაფერს სკრუპულოზულად კითხულობენ. ახალმა იარაღმა რუსებს მისცა სტრატეგიული თავდაცვის პრინციპების შეცვლის საშუალება და უშუალო დარტმის (პირველი დარტყმის) ტერიტორია აშშ-ს ტერიტორიაზე გადაიტანა. ტრამპის დამოკიდებულება ნატოსადმი ზერელე და შემთხვევითი არ იყო: დიდი ღრმა მიზეზებია!

 


ასე, რომ პოლიტიკა გრძელდება, მაგრამ პოლიტიკა მთლად ის არ არის, რაც ზედაპირზე ჩანს!

 


(სხვა დროს დავწერ უფრო ვრცლად, - რა ფუნდამენტური ხასიათის ცვლილება მოხდა ამ ბოლო 2-3 წელიწადში).

 


ჩვენ ილუზიებში ვართ!

 


თანაც, ჯიუტად ილუზორულ მდგომარეობაში!

 


ეს კარგი არ არის!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

Facebook-ის

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი