ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზით 14 000 პირი აიცრება
25-03-2021, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა განკუთვნილი იქნება 14 000 პირის ასაცრელად, დოზები გაიყოფა და არ დაელოდებიან მეორე ნაკადს, როგორც ეს „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია.

 


„დიდხანს ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც იქნა, ის არის საქართველოში. შემოვიდა 29 500 დოზა, რასაც ველოდით. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია, პირველი დოზიდან სამიდან-ოთხ კვირაში კეთდება მეორე დოზა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დოზები გაიყოფა, არ იქნება მეორე ნაკადზე დალოდება, როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია“, განაცხადა ტიკარაძემ.

 


მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამი დიდი ქალაქის ექვს კლინიკაში.

 


„ერთი კლინიკა არის ბათუმში, ერთი ქუთაისში და ოთხი თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“ კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ აქვთ განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება.

 

 

„საბჭოს აქვს თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა“, აღნიშნა ტიკარაძემ და დაამატა, რომ ვაქცინაციის პროცესის გასაცნობად იგი რეგიონებში ჩავა.

 

 

„ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობასაც ადგილზე ვნახავ. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი