უწყვეტი ვიდეო ბალდის მამათა მონასტრიდან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ
25-03-2021, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

24 მარტს, ბალდის მამათა მონასტერში ხანგრძლივი საუბრისას, სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მეუფე სტეფანეს სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

 

 

ამ თემაზე ვრცელი ვიდეო იხილეთ აღნიშნულ ბმულზე. 


„გუშინ, 2021 წლის 24 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბული ვითარება იყო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის მამათა მონასტერში წირვა აღავლინა.

 


სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა.

 


ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ.

 


საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა 22 მარტს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩლებოდნენ ეპარქიის ახლად დადგენილ მღვდელმთავარს“, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი