ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მერიის კულტურის სამსახურმა ( უფროსი ლევონ ვარტანიანი) თოვლის ქანდაკებების კონკურსი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ნინოწმინდის #1, #2, #3 საჯარო სკოლებმა, განძის რუსთაველის სახელობის და პატარა ხანჩალის სკოლებმა, ოროჯალარის სკოლის ორმა გუნდმა.
ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსი ტრადიციულია და წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების უმეტესობა მასში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობს. ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიამ თასი, სუვენირები და სიგელები გადასცა ყველაზე ლამაზი კანდაკებებისთვის.
ჟიურიმ ნინოწმინდის მე-3 საჯარო სკოლა თასით დააჯილდოვა პირველი ადგილისთვის, მეორე ადგილი დაიკავა ქალაქის ნომერ პირველმა სკოლამ, მესამე ადგილზე გავიდა 2 გუნდი: განძისა და პატარა ხანჩალის სკოლები.
ყველა მონაწილემ კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელი და სუვენირი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.