უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ კურნავს უფალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისის ბრძანა.
"დიდია უფალი და ადამიანის გონება ღვთის განგებას ვერასდროს ჩასწვდება. ადამიანის გონება ვერასდროს ახსნის იმ მოვლენებს, იმ სასწაულებს. სახარებაში ნათქვამია, რომ მიასვენებდნენ ბავშვს, რომელიც დედის ერთადერთი შვილი იყო. მაცხოვარს დედა შეეყრება, გააჩერა და ბავშვს უბრძანა: აღსდექო. ბავშვი გაცოცხლდა. რომელი გონება, რომელი მეცნიერება ჩასწვდება ამ სასწაულს?! ჩვენ რწმენით, მოწიწებით უნდა მოვიღოთ ეს მოვლენა, ეს სასწაული. ამან უნდა გააძლიეროს ჩვენი სარწმუნოება. მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში, რომელიმე ავადმყოფობის გამო. მოდიან მოძღვრებთან, მღვდელმთავრებთან, ჩვენთან. ხშირია შემთხვევა, როცა მძიმე სენის მქონე ადამიანი იკურნება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ უფალი კურნავს, ამა თუ იმ ადამიანზე უფალი გაიღებს მოწყალებას. საჭიროა მტკიცე სარწმუნოება. თუ სარწმუნოება მტკიცეა და ადამიანს სწამს, რომ ის ნამდვილად განიკურნება, ღმერთი აძლევს წყალობას. ამიტომ ამა თუ იმ ავადმყოფობის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურვას იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს", - ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.