ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი. ერთი, რომ მოისმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი და სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში და მეორე, თუ ისინი არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას აჭარის რეგიონში სტუმრობისას.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, შეტევას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიტანეს ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი. ერთი, რომ მოისმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი და სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი, აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმდებები და მეორე, თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული ქმედების განზორციელებას, არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას 2 თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ ქმედებებს“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.