ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ბათუმში უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად
25-03-2021, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. მოგეხსენებათ, კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ განახორციელა 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. თქვენ ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან მოცულობითი ინვესტიცია, სწორედ, პანდემიის პერიოდში განხორციელდა.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. ასე რომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი