შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა (RSO) დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს სამგზავრო დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის დადგენაში დაეხმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც ხელს უწყობს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებას“, აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.