პრეზიდენტის პასუხი ივანიშვილს: უკვე მეორე წელია ვისმენთ გარკვეული ტიპის განცხადებებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით
25-10-2015, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

 

 

"უკვე მეორე წელია ვისმენთ გარკვეული ტიპის განცხადებებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. ასევე, მეორე წელია ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. არც აქამდე გაუკეთებია მას ეს და არც მომავალში ვაპირებთ რაიმე ტიპის განცხადების გაკეთებას", - აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ თქვა რომ, მასთან კამათი ჰქონდა ავლაბრის და ბობოყვათის რეზიდენციებთან, ასევე ათონელის რეზიდენციაში ცეცხლგამძლე კარებისა და 140 კამერის დაყენებასთან დაკავშირებით. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე სინანულით თქვა, რომ როცა პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილი წამოაყენა, მის ბიოგრაფიას სათანადოდ არ იცნობდა: "მაგის ბიოგრაფია და ღრმა წარსული რომ შემესწავლა, მაგას კანდიდატურად არ წამოვაყენებდი და გუნდსაც დავარწმუნებდი", -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი