შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აკირა იმამურასთან.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მინისტრმა იაპონიის მხარეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა სამინისტროს თანამშრომლობას საქართველოში იაპონიის საელჩოსთან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების გადამზადება კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.