ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი.
„ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის განვითარების შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია და ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა, ჩვენი მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რიტმში“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.