საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა.
მისი თქმით, ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა და არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები.
„როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ გამოაცხადა, რომ მას სურს დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს და ეს მოხდება მალე. მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ.
საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა, ყველა მხარის საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ არის პოლიტიკური ლიდერობის და ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დრო. ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ“, განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.