გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, - განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
ტიკარაძემ გურიაში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა.
„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს.
დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რათა გურიაში შეზღუდვები არ გამკაცრდეს“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.