კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება
26-03-2021, 21:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook-ზე დაწერა.

 

 

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

 

 

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“ - წერს კახა კალაძე.

 

 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. 

 

მიზეზები

 

დაავადების მიზეზებია:

 

  •          თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  •          მაღალი არტერიული წნევა;
  •          ათეროსკლეროზი;
  •          ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
  •          არტერიების გასკდომა;
  •          სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება;
  •          ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი;
  •          სისხლძარღვების ანთება;
  •          შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
  •          ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
  •          ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის სიმპტომები

 

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით:

 

  •          თავბრუსხვევა;
  •          კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  •          გულის რევა;
  •          ღებინება;
  •          ოფლიანობა;
  •          გულისცემის ცვლილებები;
  •          არტერიული წნევის დონის ცვლილებები;
  •          შექანება;
  •          ვარდნის შეგრძნება;
  •          უხერხული შეგრძნება კიდურებში;
  •          დაბნეულობა;
  •          სწრაფად დაღლა;
  •          სისუსტე;
  •          ნეიროსენსორული სიყრუე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი