დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
„ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა.
შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ.
შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენ მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს.
დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს.
ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.
გეოდეზიური აზომვა ყოველდღე,
აეროფოტო 3 დღეში ერთხელ.
სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში (მოძრაობს)“, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.