ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 165-მა სხვამ დაზიანება მიიღო, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. ცენტრალურ ეგვიპტეში, ქალაქ ტაჰტას მახლობლად, სოჰაღის პროვინციაში მატარებლების შეჯახებისას ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდნენ და ამოყირავდნენ.
ინციდენტი ქვეყნის დედაქალაქ ქაიროდან სამხრეთით, დაახლოებით 365 კილომეტრში მოხდა. შეჯახების ადგილისკენ 70-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნეს დაზარალებული მგზავრების საავადმყოფოებში გადასაყვანად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.