ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
26-03-2021, 22:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, უხვი ნალექის და თოვლის ინტენსიური დნობის გამო, წუხელ, გვიან ღამით, კლდის ფერდი ჩამოიშალა და საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერდა.

 


მესტიის მერიის ცნობით, მოცულობითი მიწის მასივის გაწმენდა დღეს, მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლივ მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. კომანია "ლიდერ +" რომელიც ოპერირებს აღნიშნული გზის მოვლას, მყისიერად ჩაერთო გზის გაწმენდით სამუშაოებში. ასევე აქტიურად ჩაერთო გზის გაწმენდის პროცესში "ნაკრა ჰესის" კუთვნილი მძიმე ტექნიკა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და რომლის დამსახურებითაც დღის ბოლოს შესაძლებელი გახდა გზაზე მოძრაობის აღდგენა.

 


სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომლის ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთი საჭიროებს სპეციალისტების ჩართვას, კლდის მასივის შესწავლას და სამომავლოდ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ყველა ღონისძიების გატარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი