განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, „კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.
„ხაზგასასმელია, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარეება სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს.
ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.
„ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.