სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში 24 წლის ქართველი დააკავეს. ეს ინფორმაცია "კვირას" საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, შემთხვევა კალამათას რაიონში, მესინიაში მოხდა. ქართველ მამაკაცთან ერთად, საბერძნეთის მოქალაქეცაა დაკავებული. კონსულმა, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, "კვირასთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
"პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირს საკუთარ სახლში ჭრილობა თავის არეში მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. ეჭვმიტანილები მასთან, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით იყვნენ მისული, მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა, ეჭვმიტანილები კი გუშინ – 17 თებერვალს დააკავეს ", – განაცხადა გიორგი არჩემაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.