[ვიდეო] მეუფე სტეფანე: ვიწყებ მოქმედებას ძალიან აქტიურად... პეტრეს და თავის დამქაშებს ვაფრთხილებ!
27-03-2021, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ. ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ ამბოხში მიიღო მონაწილეობა და ვინც აგრძელებს მონაწილეობას, გონს მოვიდეს, უფსკრულის პირას დგანან და საქართველოს გადაჩეხვაც უნდათ. თუმცა იცოდნენ, რომ საქართველო მათ არ გადაყვება“, - განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიდმარხვის მეორე კვირის შაბათს, ლენტეხის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

 

 

 

 

„ჩვენ გაგვაჩნია იმის ძალაც და შესაძლებლობაც, რომ ეს მოქმედებები ავლაგმოთ, მაგრამ ეს არ არის ძალისმიერი მეთოდები, ეს არის ეკლესიური მეთოდები და ამ მეთოდებს ჩვენ გამოვიყენებთ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, უკვე საბოლოოდ და ერთი კვირის ვადას ვაძლევთ, იქითა კვირა დღემდე, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ თამაშში მონაწილეობდა ჩემ ეპარქიაში, მოვიდეს და მოინანიონ. ასევე, პეტრეს და თავის დამქაშებს, რომლებიც ჩემს ეპარქიაში არ არიან, მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად, მათაც ვაფრთხილებ, იმიტომ, რომ ვარ სინოდის წევრი და რა თქმა უნდა, მე ამ საკითხს დავაყენებ სინოდის წინაშე ძალიან მკვეთრად, გადადება ამის აღარ შეიძლება. საჭიროა შეთანხმება მღვდელმთავრებისა და რაც იქნება, მერე თვითონვე განსაჯონ. ვაფრთხილებ, რომ ვინც უფსკრულის პირას დგანან, მოტრიალდნენ, ბოდიში მოიხადონ, ვიდრე საბოლოოდ მოუწევთ ამ უფსკრულში ჩაჩეხვა.

 


„ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ამბებში და უკვე ნანობს, უკვე აღსარებაში აღიარებს თავის მონაწილეობას, ბოდიში მოიხადონ თავიანთი მოძღვრების წინაშე. თუ ეს არ მოხდება, კვირა დღიდან ყველას ეკრძალება ზიარება, ვინც არის ჩემს ეპარქიაში, ვინც მონაწილეობდა ამ ამბოხში, ერისკაცი, ბერებსაც ეხება ეს, ყველას ეკრძალება ზიარება. ხვალ თუ ისინი აღსარებაში არ მოინანიებენ, კვირას ზიარების უფლება არ ექნებათ - არც მონაზონს, არც ბერს და არც ერისკაცს, არც ეკლესიის მსახურებს, რომლებიც დაბალ იერარქიაში არიან, მაღალ იერარქიასთან - დიაკვნები, მღვდლები და ა.შ. ცალკე საუბარი გვექნება და იქაც ერთი კვირის ვადა ექნებათ, რომ მოინანიონ. მე პირადად, ვიწყებ მოქმედებას ძალიან აქტიურად იმიტომ, რომ დღეს მე ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს - დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ვდგავარ და გიორგი ჭყონდიდელის ეპარქიას ვხელმძღვანელობ და მე არანაირი სხვა უფლება არ მაქვს, საფრთხეში ჩავაგდო საქართველოს მომავალი ვიღაც „ტინგიცა“ და გაუნათლებელი სასულიერო პირების გამო“, განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი