ხობში მცხოვრებ თოთხმეტ პირს ეტლები გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.
საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა და ბუღალტერმა ნონა სოსანაშვილმა საჩუქარი 14 მოქალაქეს გადასცეს, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ წარმომადგენელმა 5 სოციალურად დაუცველ ეტლით მოსარგებლეს სურსათის კალათა.
ეტლების გადაცემის პროცესს, მაჟორიტარ დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა. 2020 წელს საერთაშორისო ასოციაციამ ეტლები ხობის მუნიციპალიტეტში 7 მოქალაქეს გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.