1856 წელს, ერთმა ბერძენმა კალატოზმა ვინმე გიორგი პაპადოპულომ ვარძიის მონასტრის მოვლა გადაწყვიტა. მანამდე ვარძიას ქურთი მწყემსები ზამთრობით პირუტყვის შესანახად და საბძელად იყენებდნენ.
საწყალი ბერძენი რამდენიმე წელი მარტო, კლდეში გამომწყვდეული დღე და ღამე მუშაობდა და აწესრიგებდა - ასუფთავებდა ვარძიას, ზოგჯერ მუშებსაც ქირაობდა თავისი ხარჯით, გზა - შესასვლელიც გაუკეთა ადგილობრივი ქრისტიანების შემწეობით. რაც შეეძლო ყოველმხრივ შეამკო საყდარი, რასაც მთელი თავისი ქონებაც კი შესწირა. უკვე მოწესრიგებული და დამშვენებული ეკლესია 1861 წელს საქართველოს ეგზარხოსმა, ევსეიმ აკურთხა.
იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მიაქცია ყურადღება ამ ძველ მონასტერს, დააყენა ბერი და მორჩილები. გიორგი ბერძენმა მტკვარზე ააშენა ხიდი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ვარძიის მონასტრისთვის. მონასტერში დაიწყეს სიარული მლოცველებმა. ვარძიაში დღესასწაულობენ მარიამობას ქართველები, წალკელი ბერძნები, გუმრელი სომხებიც და მაჰმადიანი ქართველები.
1866 წლის 23 სექტემბერს, როცა გიორგი ბერძენი და ბერი მონასტერში არ იმყოფებოდნენ, 20 შეიარაღებული კაცი დადგომია ვარძიას, მხოლოდ ოთხი მორჩილი და დიაკვანი დაუხვდათ მომხდურებს, შევარდნილან მონასტერში ლოგიდან მწოლიარე ავადმყოფი ეკლესიის მორჩილი გადმოუგდიათ, საეკლესიო ქონების სამალავის გასაცემად სასტიკად უცემიათ. ყველაფერი გაზიდეს, დიაკვნის ტანსაცმელი და ქვეშაგებიც კი, ბარძიმ-ფეხშუმი და სხვა საეკლესიო ნივთები, სულ ასი თუმნის საღირალი. ნაძირლები, რომლებიც თურმე ქართულად ლაპარაკობდნენ, სამწუხაროდ ვერ შეიპყრეს. ამბობდნენ, გიორგი იქ რომ ყოფილიყო ასე ადვილად ვერავინ შებედავდა ავაზაკობასო, მას ყოველთვის ჰქონია დატენილი თოფი!
ამ მარხვაში ერთი სანთელი მივაგოთ ჩვენი საფიცარის ჩვენზე უკეთ მომვლელის, ბერძენ გიორგი პაპადოპულოს სულის საოხად!
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.