ლატვიის პრემიერ მინისტრი კრიშიანის კარინიში ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
28-03-2021, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინიში ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ხანგრძლივ პარტნიორობაზე. კრიშიანის კარინიში დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

 

 

„ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენი ერების სასიკეთოდ შესანიშნავი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით დაამყარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები მომავალში მხოლოდ გაძლიერდება,”- აღნიშნულია წერილში.

 

 

კრიშიანის კარინიში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლატვია მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე გააგრძელებს.

 

 

„მსურს ჩემი გულწრფელი სურვილები გამოვხატო საქართველოში რეფორმების ურყევი და წარმატებული განხორციელების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

 


თქვენო აღმატებულებავ, უამრავ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებასთან ერთად,“- აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი