გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
29-03-2021, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

 

 

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.

 

 

გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

ამ განსაკუთრებული გამოწვევებით აღსავსე დროს, გისურვებთ მუდამ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, აღნიშნულია წერილში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი