ირაკლი ღარიბაშვილი: გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის. დღეს გახდა მოსიყვარულე? ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
29-03-2021, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

 

 

„მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის. დღეს გახდა მოსიყვარულე? რიტორიკა მათ უნდა შეცვალონ, მათ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და არც სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე - რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი