საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში და წლების განმავლობაში გაწეული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი დაესწრო“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.