ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: შეურაცხმყოფელია ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში
29-03-2021, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეეხებოდა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, იგი გახვეულია კორუფციულ სკანდალებში და რასაც ის აკეთებს ყველაფერი არის დადგმული შოუ.

 


„ჯერ ერთი, მინდა შევახსენო ყველას, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს თუ ხვალ გააგდებენ ალბათ და თქვენ ნახეთ ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც იგი გაეხვა. მისი კორუფციული გუნდის ჩართულობით ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს დევნა მისი გუნდის წევრების, ეს ერთი. მეორე - ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც იგი აკეთებდა აქ, იგივე უარესობას აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე - სააკაშვილმა თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ, ეს საუბარი დავასრულოთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი