ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ
29-03-2021, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი - ნიღბის ტარება - უნდა დავიცვათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას შეეხებოდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გახსნას.

 


„ჩვენ კოვიდ-პანდემიას და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, რესტორნების გახსნა, ბიზნესის გახსნა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი