ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის შემდგომი რყევების დამზღვევი, ეკონომიკის, ტურიზმის სწრაფი აღდგენა, სახმელეთო საზღვრების გახსნა და ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება იქნება.
„მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება. იცით, რომ პრაქტიკულად უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს. მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც იქნება ბარიერი მესამე ტალღის პრევენციისთვის, ტურიზმი შემოუტანს დამატებით სავალუტო შემომტანს ქვეყანაში. ჩვენ ახლა უკვე ვმსჯელობთ, რა პირობით შევძლოთ და გავხსნათ სახმელეთო საზღვრები, ესეც იქნება ძალიან კარგი მატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე. თუნდაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება, რომ შემცირდეს იმპორტი და ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან. სხვა მექანიზმები არის კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ჩვენ ამას ვახორციელებთ“, განაცხადა ნათია თურნავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.