ლევან ვასაძე: არ მჯერა, რომ ბიძინა სადმე წავიდა, მან მოაწყო სრული დომხალი... გვყავს ბიძინა განფენილი - ქართლ-კახური, ღარიბაშვილის მეშვეობით; მეგრული, გახარიას მეშვეობით; ნარკო-პლანაქეშურ-კულტივატორული, „გირჩის“ სახით
29-03-2021, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა, „განფენილია“ და მართავს, როგორც მოქმედ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ისე ყოფილს, გიორგი გახარიას.

 


ტელეკომპანია „ქართულ არხზე“ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისას მან თქვა, რომ ივანიშვილმა და მისმა „რეფორმატორებმა“ „ქვეყანა დატოვეს ხელმძღვანელის გარეშე, მოაწყვეს სრული დომხალი“.

 

 

„მე არ მჯერა, რომ ბიძინა სადმე წავიდა. არ შემიძლია კაცს ბრალი დავდო ტყუილში, კი თქვა, წავედიო, მაგრამ ვისაც სჯერა, რომ ირაკლი მისი ქვეშევრდომი არ არის, ღმერთმა ხელი მოუმართოს; ვისაც სჯერა, რომ გახარია მისი ქვეშევრდომი არ არის... ანუ გვყავდა ბიძინა კონცენტრირებული, ახლა გვყავს ბიძინა განფენილი; გვყავს ბიძინა, ვენაცვალე კახელებს კახური, ირაკლის მეშვეობით, ქართლ-კახური, ღარიბაშვილის; გვყავს ბიძინა მეგრული, ვენაცვალე ჩვენს მეგრელებს, გახარიას მეშვეობით; გვყავს ბიძინა ნარკო-პლანაქეშურ-კულტივატორული, „გირჩის“ სახით. აბა მე ხომ არ შევქმენი, კაცო, ეს პარტია და აღარ ჩამოვთვლი რაა. და მისი სტრატეგია, ახლა, მე არ ვიცი ეს თვითშენარჩუნების თუ თავის თავისდაცვის, ეს არის.

 

 

„მე არ მინდა მას ბრალი დავდო ტყუილში, თქვა, რომ წავედიო... თუ მართლა გინდოდა წასვლა, ქვეყანა არ უნდა შეგეყვანა პოლიტიკურ ჩიხში, რომელშიც ამ რეფორმებმა შეიყვანა, მედლებს რომ ჰკიდებენ ერთმანეთს ეს ტიპები, ვინც ეს რეფორმა ჩაატარა. ქვეყანა დატოვეს ხელმძღვანელის გარეშე, მოაწყვეს სრული დომხალი. „ნაცებიც“ მაგათმა დააბრუნეს და შეინარჩუნეს კოჰაბიტაციით პოლიტიკაში და შექმნეს რელობად და ახლა ჩვენ გვაქვს დაახლოებით ასეთი სიტუაცია, რომ ნახევარზე მეტი ხალხი არ დადის არჩევნებზე, ამბობს, რომ თქვენი ყველასი ჭკუაც ვატირე. ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მიდის და „ქოცებს“ აძლევს ხმას, მარტო იმიტომ აკეთებს ამას, რომ ვაიდა „ნაცები“ არ დაბრუნდნენ და „ნაცებს“ სხვათა შორის ვინც აძლევს ხმას, არის რაღაც ნაწილი, ეს სექტა, და არის რაღაც ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ბიძინას ჯინაზე, მე მაგას ვერასდროს ვერ გავიგებ, და ქვეყანა არის მისული აბსოლუტურ ჩიხში და ხალხის პრობლემები არავის არ აინტერესებს. სიღარიბე, ვალებში ჩახრჩობა, სრული ნარკომანიზაცია ახალგაზრდა თაობის, განათლების სისტემის დანგრევა, სრული უპერსპექტივობა ეკონიმიკაში, ყევლაფერში და გეოპოლიტიკური ენდშპილი (თამაშის დასასრული), არსად არ მივდივართ, არსად არ ვვითარდებით“, განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი