„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგი, საზოგადოება საკითხების შესახებ დეტალებს შეიტყობს.
„რა საკითხებიც იყო ჩამოთვლილი იცით, დეტალები მოგიანებით გახდება ცნობილი. ყველა პუნქტი განიხილება, თუმცა დეტალებში ვერ შევალთ. რამდენიმე პუნქტზე გვქონდა საუბარი და შესაბამისად გაგრძელდება დისკუსია. გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მოეწერება ხელი თუ – არა, ორივე შემთხვევაში, საზოგადოება დეტალებს, ჩვენი საუბრების შინაარსს გაიგებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.