კრისტიან დანიელსონი: ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს, საბოლოოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და დოკუმენტზე ხელმოწერა
29-03-2021, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს. თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი, - განაცხადა ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრების გამართვის შემდეგ.

 


„პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის. ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება. მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, განაცხადა დანიელსონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი