„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა
30-03-2021, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4-წლიანი პატიმრობის შემდეგ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

 

 

„ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იცით, რომ ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ისევ პატიმრობაშია. თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით. ბევრი ჩიტია. განცდა ძალიან დიდი მაქვს. ერთი ძალიან დიდი სინანული მაქვს – ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვენდნენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელიწადია მაია აქ არის და მე ოთხი წელიწადია, რომ პრობლემა დასრულდეს, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა, რომ იწყება მშენებლობა ერთ თვეში მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა, სანამ ვართ მე და მაია, ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავიანთ ბინებში და მიიღოს თავიანთი ქონება. ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები“, განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

 


მას ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

 


რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

 


მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი